მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისთვის 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი გარემოს დაცვის კომიტეტია.

ცვლილებებით, მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

პროექტით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, ახალი რეგულაციები ძალაში 2018 წლის. 1-ლი იანვრიდან შევა.