მუნიციპალური განვითარების ფონდმა რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადდა ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქ. N126-ის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობასა და ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.
ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.
სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. შიდა ინფრასტრუქტურის გარდა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება – მშენებლობა დაიწყო.
ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.