მუნდიალზე დაშავებულ მცველს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა - ფეხბურთელი გერმანიაში თვითმფრინავით გაამგზავრეს #1TVSPORT
იასერ ალ-შაჰრანის თავის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ის ვეღარ შეძლებს საუდის არაბეთს დაეხმაროს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან ისტორიული 2:1 გამარჯვების შემდეგ.
საუდის არაბეთის მოქმედი ჩემპიონის, ერ-რიადის საფეხბურთო კლუბის, „ალ-ჰილალის“ 30 წლის მცველს ლოყის მოტეხილობა და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ფეხბურთელს საუდის არაბეთის მეფის მემკვიდრემ, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა კერძო თვითმფრინავი გამოუყო და ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში გაამგზავრა.
ალ-შაჰრანი დაშავდა „ალბისელესტესთან“ შეხვედრის დროს, როდესაც თანაგუნდელი, საუდის არაბეთის ნაკრების მეკარე მოჰამედ ალ-ოვეისი მას მუხლით დაეჯახა.