მუნდიალის მასპინძელმა ავსტრიაში წააგო
მუნდიალის მასპინძელმა ავსტრიაში წააგო

მსოფლიოს 2018 წლის მასპინძელმა რუსეთის ნაკრებმა ინსბრუკში ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, 27-ე წუთზე ალესანდრო შიოპფმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელებმა თავიანთი ლიდერის დავიდ ალაბას გარეშე ითამაშეს.

რუსეთის ნაკრებმა დაასრულა ავსტრიაში შეკრება. გუნდი მოსკოვში ამხანაგურ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ 5 ივნისს ითამაშებს.