დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში “პარკენის” სტადიონზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც დანიისა და ირლანდიი ნაკრებებმა ითამაშეს. 90 წუთი ბრძოლის შემდეგ, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და ყველაფერი ამ წყვილში 14 ნოემბერს გაირკვევა, როცა განმეორებით მატჩს ირლანდია უმასპინძლებს.
რაც შეეხება კოპენჰაგენურ შეხვედრას, დანიას სათამაშო უპირატესობა ჰქონდა: ბურთს 68 პროცენტი ფლობდა, დარტყმების შეფარდება იყო 13-8, ზუსტი დარტყმების – 5-2. პირველ ტაიმში ირლანდიელთა მეკარე რენდოლფმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, მეორე ნახევარში კი, თამაში ოდნავ გათანაბრდა.
ამ წყვილში ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გაემგზავრება.