ინდოეთში, ქალაქ მუმბაის სამ გარეუბანში, ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სოციალური ქსელის საშუალებით, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა.
ამინდის დეპარტამენტის განცხადებით, მუმბაისა და მაჰარაშთრას შტატში კოკისპირული წვიმები რამდენიმე დღე გაგრძელდება.