მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“, სადაც დღეს აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, ღონისძიების დასრულების შემდეგ საევაკუაციო განგაშის სიგნალი ჩაირთო.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, განგაშის სიგნალის გამო შენობაში მყოფებს სივრცის დატოვება მოუწიათ.
ამასთან, საევაკუაციო სიგნალის ჩართვისას მედიასთან კომენტარს აკეთებდა დავით სერგეენკო აძლევდა, რომელმაც ჟურნალისტებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა.
„შრომის უსაფრთხოების ნაწილია ისიც, რომ განგაშის შემთხვევაში უნდა დავტოვოთ შენობა“, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია საევაკუაციო სიგნალის ჩართვა. სიგნალი რამდენიმე წუთში გაითიშა.
„რესპუბლიკა“ ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.