მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა-გადამუშავება ელექტრონულად მოხდება
მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა-გადამუშავება ელექტრონულად მოხდება

მუკუზანსა და ქინძმარაულში ყურძნის აღრიცხვა-გადამუშავება ელექტრონულად მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღარ იარსებებს გამგებლებისა და რწმუნებულების მიერ გაცემული ცნობები და აღნიშნა, რომ ფერმერებს მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ პროდუქციის რეალიზება.

„მევენახეობის ელექტრონული კადასტრი და პასპორტიზაციის პროცესი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში, მუკუზანსა და ქინძმარაულში ელექტრონულად მოხდება ყურძნის აღრიცხვა, ჩაბარება და გადამუშავება. აღარ იარსებებს გამგებლებისა და რწმუნებულების მიერ გაცემული ცნობები და ფერმერებს შეეძლებათ, მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირების შემდეგ შეეძლებათ პროდუქციის რეალიზება, როგორც ეს ხდება ევროპაში. ეს რა თქმა უნდა, ქართული ღვინის რეპუტაციასაც და საიმედოობასაც ​კიდევ უფრო აამაღლებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.