თბილისში, მუხიანში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება) მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.