თბილისში, მუხიანში მკვლელობა მოხდა.
როგორც შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოკლულია 27 წლის მამაკაცი, რომელსაც შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დის ქმარმა ესროლა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. უწყების ცნობით, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.