მუხიანის აგარაკებზე მცხოვრები მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
დაახლოებით, სამოცი წლის მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება შუშით აქვს მიყენებული.
სავარაუდოდ, მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო. თუმცა, შსს-ში განმარტავენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზები, რათა დადგინდეს, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.