მუხიანში 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხიანში 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირის მარატ ნოზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
სამუშაოს ფარგლებში 1200 კვ.მ ფართობზე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდება და ტერიტორია გამწვანდება. ასევე, სკვერში მოეწყობა მარატ ნოზაძის მემორიალი, დამონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა.
სამუშაოებისთვის 162 332 ლარია გათვალისწინებული. სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
გარდა ამისა, მუხიანში, კერძოდ დუმბაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტზე ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.