გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
ამასთან, მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება. სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბე“- მ განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად დაათვალიერა.