მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივს მიაგებენ
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას დღეს პატივს მიაგებენ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა.