მუამარ კადაფის შვილი სეიფ ალ-ისლამი, ლიბიაში მომავალ თვეში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მან საბუთები შეიტანა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ქალაქ საბჰას განყოფილებაში, რომელიც ლიბიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
სეიფ ალ-ისლამი 2011 წელს დააკავეს, როდესაც მისი მამა მუამარ კადაფი და ძმა მუატსემი მოკლეს. ის სასჯელს 2017 წლამდე იხდიდა.
გაეროს-ს მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, ლიბიაში საპრეზიდენტო არჩევნები 24 დეკემბერს დაიგეგმა, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად და ომის დასრულებლად. ლიბიის პოლიტიკური დიალოგის ფორუმმა, თებერვლის დასაწყისში ლიბიის გარდამავალი აღმასრულებელი ხელისუფლება აირჩია, რომელიც ქვეყანას 24 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.