მთვარისა ნავერიანი ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი მოქმედებების დროულად გატარებას ითხოვს
მთვარისა ნავერიანი ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი მოქმედებების დროულად გატარებას ითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მთვარისა ნავერიანისა და მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

მთვარისა ნავერიანსა და „რუსთავი2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის 31 მაისს პროკურატურასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

ნავერიანის თქმით, პროკურატურამ დაადასტურა, რომ მასზე გვარამიამ ფიზიკურად იძალადა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შვიდი თვის განმავლობაში გვარამია პროკურატურას არ დაუკითხავს. ისინი სახალხო დამცველის მიმართაც გამოთქვამენ პრეტენზიას და ამბობენ, რომ ნინო ლომჯარია საკითხით არ დაინტერესებულა.

მთვარისა ნავერიანი მთავრობას სთხოვს, გვარამიას მიმართ დროულად გატარდეს სამართლებრივი მოქმედებები.