მთვარეზე მობილური კავშირგაბმულობის ქსელის ამოქმედდებაზე PTScientists-ი მუშაობს
დედამიწის თანამგზავრზე განხორციელებული პირველი ნაბიჯებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, მთვარეზე მობილური კავშირგაბმულობის ქსელი ამოქმედდება. მობილური კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურაში ინოვაციური მიღწევებისთვის გერმანული კომპანია ემზადება.
პროექტზე ბერლინში მდებარე PTScientists-ი მუშაობს. მას მხარდაჭერას „ნოკია“, „აუდი“, „ვოდაფონი“ გერმანია უწევენ. მისია მთვარის ზედაპირიდან დედამიწაზე მაღალი ხარისხის სიგნალის გამოგზავნაა.
გეგმის მიხედვით, პროექტი 2019 წელს ფლორიდიდან, SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 -ის საშუალებით განხორციელდება.