MTV Europe Music Awards-ის ლაურეატები ცნობილია
MTV Europe Music Awards-ის ლაურეატები ცნობილია

MTV Europe Music Awards-ის ლაურეატები ცნობილია. დაჯილდოება საკმაოდ საინტერესო და ზოგიერთი მუსიკოსისთვის დრამატულიც გამოდგა.

ყველაზე მეტ ნომინაციაში კანადელმა მომღერალმა შონ მენდესმა გაიმარჯვა. 19 წლის მენდესმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციებში „საუკეთესო არტისტი“, „საუკეთესო სიმღერა“ და „ფანების ყველაზე მასშტაბური ბაზის მქონე მომღერლის“ კატეგორია.

წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ამერიკელი რეპერი ემინემი, საუკეთესო როკჯგუფი კი ბრიტანული Coldplay გახდა.