მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს
მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს

თბილისში, მდინარე მტკვარში ნაპოვნი 70 წლის მამაკაცის ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილს ოჯახის წევრები 45 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათი ინფორმაციით, ის ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობდა.

ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარს სავარაუდოდ უბედურ შემთხვევას უკავშირებენ, რადგან იმ ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი თევზაობდა, დარჩენილი იყო მისი ინვენტარი.

თბილისში, „ბუდა ბარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს.