მთის კვირეულის ფარგლებში შოვში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა
მთის კვირეულის ფარგლებში შოვში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა

მთის კვირეულის ფარგლებში შოვში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

საფესტივალო სივრცეში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.

მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები: მუსიკალური ჯგუფი „გუფი ლენდი“, ვოკალური ეთნო გუნდი „ბანი“, ვოკალური და ინსტრუმენტალური მუსიკა პერფორმანსი „რეზო და ბავშვები“, ანსამბლი „ჰერიო“.

„მთის კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები უკვე გაიმართა მესტიაში, თუშესთა და ყაზბეგში.

ღონისძიებების ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და მიზანი, ქვეყნის კუთხეებით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის დაინტერესებაა.