მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ორმხრივი შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, ღამის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი შეტაკებები და საარტილერიო თავდასხმები გრძელდებოდა.
სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანი თავდასხმებს მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ახორციელებდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საზღვარზე ღამის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ შეტაკებებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად ხანკენდიდან სომეხი ჯარისკაცების ევაკუაცია მიმდინარეობს.