მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს
მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს

მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. ორი ქვეყნის ლიდერმა საბრძოლო მოქმედებების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მიღებული ზომები განიხილა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკების განახლების მნიშვნელობას პრობლემის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის.

ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა თქვეს, რომ მებრძოლმა მხარეებმა 10 და 17 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა დაიცვან.

„აღინიშნა მზადყოფნა რუსეთს და საფრანგეთს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელებაზე როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფარგლებში“, – ნათქვამია რუსეთს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.