საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში, 26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე, მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან კი, ნისლი და ქარბუქი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ასევე მეწყრული პროცესების წარმოქმნა და გააქტიურება გამოიწვიოს.