მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩატარდება.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, შუალედური არჩევნები აპრილის ბოლოს ჩატარდება. მისი თქმით, მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
„კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, რადგან წინ რამდენიმე თვეა. ვიბრძოლებთ, რომ ეს მანდატი მოვიპოვოთ”, – განაცხადა კახიანმა.
პარლამენტი სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე შეუწყვეტს.