მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ხიდის ქუჩის პირველი ნომრის მიმდებარედ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში დედაენის პარკს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.