ტექნიკური სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 თებერვლის 20:00 სთ-დან 14 თებერვლის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: ინგოროყვას, ჩიტაძის, დ.ჭონქაძის, ჩაიკოვსკის, გერგეთის, სავანელის, გ.ლორთქიფანიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ქიქოძის, ასათიანის, იაშვილის, დადიანის, პუშკინიის და ტაბიძის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.