„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, გალის ქუჩაზე სატუმბო სადგურში გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: გოგებაშვილის ქუჩას და შესახვევებს, ბაშალეიშვილის, შენგელაიას, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, კ.მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის ქუჩებს, ნ.ჟვანიას ქ. N 4,6.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს“, – აცხადებენ კომპანიაში.