ლევან იოსელიანი - შალვა შავგულიძეს მხარს არ დავუჭერთ, რადგან პოლიტიკურ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რჩება
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ამომრჩევლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
„სახელისუფლო კანდიდატის მხარდაჭერა ჩვენს დღის წესრიგში არასოდეს იდგა. შალვა შავგულიძეს მხარს არ დავუჭერთ, რადგან პოლიტიკურ ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩაება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვეკითხებოდნენ, რომელ კანდიდატს ვუჭერდით მხარს მეორე ტურში, მაგრამ კითხვა თავიდანვე იყო არასწორი, რადგან არასოდეს გვისაუბრია სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერაზე. ვადასტურებ პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, მაგრამ ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია და შესაბამისად, ჩვენთვისაც მხარი დავუჭიროთ მას მეორე ტურის არჩევნების წინ, რადგან შალვა შავგულიძემ თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.