თბილისში ყვავილების ფესტივალი გაიმართება. დეკორატიული მცენარეები მთაწმინდის პარკში 19 და 20 მაისს გამოიფინება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციებში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყვავილების მაღაზიები, კომპანიები, ლანდშაფტის დიზაინერები და მებაღეები მიიღებენ.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დაბალ ფასად შეიძინოს პროდუქცია. ასევე ადგილობრივი ჯიშებისა და უცხოური მცენარეების კოლექციები.
გამოფენა- გაყიდვის გარდა, დაგეგმილია სხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.