მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე სამგორის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი მივიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირდა უბნებზე ისეთი ამომრჩევლების მისვლაც, რომლებიც არ არიან მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქისა ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სამგორის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი მივიდა.
„მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული“, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.