მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 17 პირი დააკავა
მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 17 პირი დააკავა

მთაწმინდის ტერიტორიაზე მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 17 პირი დააკავა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, 17-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამ დროისთვის მთაწმინდის ტერიტორიას ტოვებენ და კვლავ პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ აქციის გააგრძელებს.