მთაწმინდაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს [ფოტო]
მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ყრილობას მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. ყრილობას ბიძინა ივანიშვილი მოგვიანებით შეუერთდება.
ყრილობა ჯერ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, 17:00 საათიდან კი, ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება დაიწყება.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.
ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.