მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ პორტუგალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა
მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ პორტუგალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა

პორტუგალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 18 მაისს გაიმართება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მას შემდეგ, რაც მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს, პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელუ დე სოუზამ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

დე სოუზამ ძირითად პოლიტიკურ პარტიებსა და თავის მრჩეველთა საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 18 მაისს გაიმართება.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ თანამდებობა 11 თვის წინ დაიკავა. ოპოზიციამ მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა.