პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება.
მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. აქედან გამომდინარე, როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.