მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება
მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე იქნება.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნათია მიქელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს.

„მოგეხსენებათ, რომ შალვა თადუმაძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ მისი შემცვლელი მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე, ეს გახლავთ ქალბატონი ნათია მიქელაძე. მას ყველა კარგად ვიცნობთ. ნათია მიქელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ასევე ფინანსთა მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ. ბოლო პერიოდში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით, წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას. მინდა, წარმატება ვუსურვო ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.