მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გადაეცემა
მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გადაეცემა

მთავრობის განკარგულებით, 211 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დევნილები საცხოვრებელ ფართობებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთსა და ქვემო ქართლში მიიღებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართები უკვე 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებლების დაკანონება მომავალშიც გაგრძელდება.