მთავრობის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 390 ლარამდე, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის შშმ პირისთვის 195 ლარამდე იზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 390 ლარამდე, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის შშმ პირისთვის 195 ლარამდე იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

„მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს.

გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.