მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდპანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები 20%-ის გადახდის შემთხვევაში ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან
კოვიდპანდემიის პერიოდში, შემოწმების შედეგად, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 20%-იანი გადახდის პირობებში კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან.
„20%-იანი გადახდის პირობებში კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისთვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.