მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება
თბილისში ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის გავრცელების კერა. შესაბამისად, დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო. მათ დაევალათ, მოახდინონ ტრანსპორტის ყოველდღიურად დეზინფიცირება “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.