მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ
მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ეთერში განაცხადა, ეს რუტინული, რიგითი სამუშაო შეხვედრა იყო, რა დროსაც ხდება ინფორმაციის გაცვლა.

მისივე თქმით, მოხდა ინფორმაციის გაცვლა არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს და რაზეც თქვენთან ერთადაც ვსაუბრობთ, დავუშვათ, გამოწვევებზე ომიდან გამომდინარე, შესაძლო მოლოდინებზე, შედეგებზე და მოდელებზე, რომლებიც სხვადასხვა უწყებას აქვს მომზადებული, გააჩნია, ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზეა საუბარი. ასეთი რეგულარული შეხვედრები ჩვენ, ფაქტობრივად, ყოველდღიური გვაქვს მთავრობის ნაწილში და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან საინტერესოა, ასევე ჰქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა უწყების მხრიდან, პირველწყაროდან. მათ შორის, ჩვენი შეფასებები. აქ იყო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.