მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დამტკიცდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დამტკიცდება, რის შემდეგაც განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა.
ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება.
გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად – გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად – მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად – მიხეილ ჩხენკელი.