საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომას გუბერნატორებიც ესწრებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები ეხება ამა თუ იმ რეგიონს და გუბერნატორი ამის შესახებ უნდა იყოს საქმის კურსში.
„დღეს გვაქვს რიგითი მთავრობის სხდომა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. არჩევნები არ იქნება ამ სხდომაზე განსახილველი საკითხი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.