მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 11:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. სწორედ აქედან გამომდინარე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.