მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „მიშას თავისუფლებისთვის“.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილსპოლიტიკური ნიშნით დევნის.

მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ნარსიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ სცადა წარწერის „თავისუფლება მიშას“ გაკეთება, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დაპირისპირების შედეგად პოლიციამ ნიკა ნარსია და კიდევ ერთი აქტივისტი დააკავა. მოძრაობის წევრებმა დღეს 20:00 საათისთვის აქცია რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაანონსეს.