მთავრობის ადმინისტრაციასთან მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული რეგულაცია გააპროტესტეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციას გააპროტესტეს, რაც ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რეგულაციები ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებსაც ეხება, რაც ამ პროგრამის მიზანს ეწინააღმდეგება, რომ ნარკოტიკის მომხმარებლების საზოგადოებაში რესოციალიზაცია მოხდეს.
აქცია „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა – GeNPUD”, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებმა გამართეს.
პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.