მთავრობის ადმინისტრაციასთან ფოტოგრაფებმა, ოპერატორებმა და მუსიკოსებმა აქცია გამართეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან ფოტო-ვიდეო გადამღებებმა და მუსიკოსებმა გამართეს აქცია სახელწოდებით „მოგვეცით არსებობის საშუალება“.
ისინი ხალხმრავალი ღონისძიებებისა და ქორწილების აკრძალვას აპროტესტებენ.
ადმინისტრაციის შენობის წინ მათ პერფორმანსიც მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები რეგულაციებში ცვლილებებს ითხოვენ და ამბობენ, რომ სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას.
„ჩვენ პეტიცია მოვამზადეთ, გაგზავნილი გვაქვს კანცელარიაში წერილი, ველოდებით რაიმე პასუხს. ვითხოვთ მუშაობის უფლებას, რომ დაუშვან, ქორწილები ჩატარდეს დარბაზებში და ღია ცის ქვეშ. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ 8 ივნისიდან აღდეგოდა დარბაზებში ქორწილების ჩატარება, მაგრამ ჩატარების უფლება არ მოგვცეს. ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევრად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.