მთავრობის ადმინისტრაციასთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს.
მათი თქმით, ხელისუფლებამ ვერც ერთ გამოწვევას ვერ გაუძლო. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე მეტად ეს ლარის კურსზე აისახა.
„დღეს კანცელარიასთან მოვედით იმის საჩვენებლად, რომ გვყავს სრულიად ჩაფლავებული ხელისუფლება, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას ვერ გაუძლო. ვერც პანდემიას, ვერც ეკონომიკურ კრიზისს, ვერც უმუშევრობას და სიღარიბეს ამ ქვეყანაში. ყველაზე მეტად მათი ჩაფლავება ჩანს ლარის კურსში, რომელიც მათი მმართველობის პერიოდში არის გაუფასურებული 60 პროცენტით. ამ ტრანსფარანტეზე თქვენ ხედავთ ამ უპასუხსმგებლო მთავრობის წევრების განცხადებებს ლარის კურსთან დაკავშირებით.ისინი თავიანთი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს აბრალებენ ამ პრობლემას. დღეს აქ მოვედით იმის სათქმელად, რომ მთავრობის დამსახურებითაა ლარი გაუფასურებული, თუმცა მთავრობას ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის აზრის გარდა არაფერი არ აინტერესებს. სწორედ ამის სადემონსტრაციოდ მოვიტანეთ ძვირფასი კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით მთავრობს ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა სპიკერმა თათია ვახტანგაძემ.