მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, ცოტა ხნის წინ ხმაური და მცირე შეხლა-შემოხლა იყო.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი იმედაძე აცხადებს, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კანცელარიის ქვედა შესასვლელიდან მოშორებით, ზედა შესასვლელისკენ გაიყვანეს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ვერც გაბედა, რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ, ჩვენი პროტესტის თვალწინ ღირსეულად შესულიყო მთავრობის ადმინისტრაციაში და პოლიციას მისცა უკანონო ბრძანება, ჩვენ ამოვეყვანეთ შესასვლელიდან კიბის ზემოთ. არც ერთი კანონი არ დაგვირღვევია. არ ვკეტავდით არც გზას, არც გასასვლელს, ვიყავით აბსოლუტურად მშვიდობიანები. არაერთხელ, მრავალჯერ გაჟღერდა ჩვენგან მშვიდობიანობის მესიჯი. შესაბამისად, მათი ქმედება ემსახურებოდა ერთ რამეს, რომ მედიაში, სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილიყო სურათი, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პროტესტის ფონზე შედის სამთავრობო ადმინისტრაციაში“, – განაცხადა დაჩი იმედაძემ.
ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.