მთავრობის ადმინისტრაციასთან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

„დაიცავით ჩვენი შვილები“ ,-  ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან დედებმა აქცია გამართეს.

შეკრებილები აზარტული თამაშებისგან შვილების დაცვას მოითხოვენ და მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ამ მიმართულებით საკანომდებლო დონეზე მუშაობა დაიწყონ.

მათივე თქმით, პრემიერის სახელზე შესულ პეტიციას 5 მარტს გასდის ვადა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანა დოლოძის განცხადებით, 5 მარტამდე მთავრობამ 10 ათას ადამიანს უნდა უპასუხოს.

„დედის დღესთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებისგან ძირითადად გვესმის სადღეგრძელოები, სხვადასხვა ლოზუნგი, თუმცა დედებისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება აზარტული თამაშების რეალური რეფორმა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვიცით, რომ აზარტული თამაშებით ზიანდებიან ოჯახები და ყველა ქალბატონი, რომელიც დღეს აქ მოვიდა, არის კონკრეტულად დაზარალებული აზარტული თამაშებისგან.

აზარტული თამაშების მოწესრიგება, რეკლამის აკრძალვა, ბავშვების დაცვა იქნება უპირველესი საჩუქარი დედებისთვის და თუ ხელისუფლებას უნდა გვაჩვენოს, რომ ამ მიმართულებით რაიმეს აკეთებს, ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები, ჩვენ გვჭირდება გახარიასგან კონკრეტულად გადაგმული ნაბიჯები“ ,-განაცხადა ანა დოლიძემ.

აქციაზე მყოფმა მშობლებმა ტრანსფარანტი წარწერით „დაიცავით ჩვენი შვილები“  სიმბოლურად კანცელარიაში დატოვეს.