მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს [ვიდეო]

ხმაური და დაპირისპირება იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მიმართულებით ქაღალდები ისროლეს და პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ათამდე პირი გაიყვანეს, მათ შორის, ნოდარ რუხაძე, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ნატა ფერაძე.

აქციის მონაწილეების დაკავებას ადგილზე მყოფების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნებია ხელისუფლებამ რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაკეტოს, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაუქმდეს პრორუსული მედია საქართველოში.